Georgian Nomads

Digital Nomad Visa

ჩვენ დაგეხმარებით ესპანეთის Digital Nomad Visa-ს მიღებაში

ხშირად დასმული კითხვები

Digital nomad ვიზა არის განკუთვნილი არაევროკავშირის (NON-EU) მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ ესპანეთში ცხოვრება და მუშაობა დისტანციურად. ეს ვიზა გაძლევს შესაძლებლობას, ერთდროულად განვითარდე პროფესიულად და ისარგებლო ესპანეთის ულამაზესი გარემოთი, მდიდარი კულტურითა და ცხოვრების მაღალი დონით. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ესპანეთი გამოირჩევა იმითაც რომ შეგიძლია დარჩეთ ხანგძლივი პერიოდით. Digital nomad-ებს სთავაზობენ სამ წლიან ვიზას. ასევე საგადასახადო შეღავათებს, რომელსაც Beckam Law ეწოდება.

  • აუცილებელია მუშაობდეს დისტანციურად.
  • ესპანეთიდან მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს საერთო შემოსავლის 20%-ს.
  • კომპანიამ უნდა დაადასტუროს წერილობით, რომ კანდიდატს უფლება აქვს ესპანეთიდან დისტანციურად იმუშავოს.
  • ამ კომპანიასთან უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამ თვიანი უწყვეტი სამუშაო ურთიერთობა.
  • კომპანია ბაზარზე უნდა ფუნქციონირებდეს მიმუმუმ 1 წელი.
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს დიპლომი იმ სფეროში, რომელშიც მოღვაწეობს, ან სამ წლიანი პროფესიული გამოცდილება, რომელიც უნდა დაამტკიცოს წერილობით.
  • კანდიდატს შემოსავალი უნდა აღემატებოდეს თვეში €2,646-ს (წლიური: €31,752). დამატებით, თითო დაქვემდებარებულზე (მეუღლე/შვილი) უნდა ჰქონდეს დამატებით €1,323 (წლიური: €15,876) ოდენობის შემოსავალი.

ესპანეთში ცხოვრებისა და ულამაზესი გარემოს გარდა ესპანეთში Digital Nomad Visa-ს აქვს ორი მთავარი უპირატესობა.

  • სამ წლიანი ცხოვრების უფლება ესპანეთში.
  • საგადასახადო შეღავათები, ეგრედ წოდებული "ბექჰემის კანონი", რომლის საშუალებითაც კანდიდატი გადაიხდის მხოლოდ 24% საშემოსავლო გადასახადს, ნაცვლად არსებული პროგრესული გადასახადებისა, რომელიც მერყეობს 19%-დან 27%-მდე შემოსავლის და მიხედვით.

Digital nomad ვიზის მისაღებად არის ორი გზა:

  • ესპანეთის საკონსულო/საელჩოში, რომელიც ემსახურება ჩვენს რეგიონს, საქართველოს მოქალაქეებისთვის - სტამბოლში, თურქეთში.
  • ესპანეთში, დისტანციურად, ონლაინ პორტალის საშუალებით, რომლის პასუხსაც კანდიდატი 20 სამუშაო დღეში მიიღებს.

სერვისები

ზოგადი კონსულტაცია

ჩვენ შეგიმოწმებთ საბუთებს, რამდენად შეესაბამება აპლიკააციისთვის საჭირო სტანდარდებს, რათა პირველივე ეტაპზე შეძლოთ ვიზის აღება დამატებითი გართულებების გარეშე.

დაგვიკავშირდით

აპლიკაციის გადაგზავნა

ჩვენ გადავგზავნით თქვენს აპლიკაციის ფორმას, რათა თქვენ შეძლოთ დროის დაზოგვა

დაგვიკავშირდით

SWORN თარგმანი

ჩვენ გადაგითარგმნით თქვენთვის საჭირო საბუთებს სერტიფიცირებული თარჯიმანების დახმარებით.

დაგვიკავშირდით